“ფეისბუქზე შემთხვევით ხელი დამეჭირა და დაიწერა, რომ დავქორწინდი”

უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გააკეთა განმარტება, როგორ აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ მის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე წერწერა – got married, რომელიც სოციალური ქსელიდან მალევე გაქრა.

„ძალიან სასაცილო თემაა ეს, „ფეისბუქში“ შევედი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, შევედი „სეთინგებში“ მაინტერესებდა რაღაცეები, შემთხვევით ეტყობა დამეჭირა ხელი და ეს იყო got married (დაქორწინდა) და ეს იყო ზუსტად 10-15 წუთი.

ამაზე მთელი თემა დაიწერა, გადაცემები მიეძღვნა, განიხილეს ფეისბუქში, რომ თურმე ელისო ბოლქვაძე 10-15 წუთით თუ ნახევარი საათით დაქორწინდა და მერე აღარ დაქორწინდა.

არ ვიცი რა მოხდა შემდეგ, მაგრამ ნახევარ საათში ეს ინფორმაცია აღარ იყო. 

იმდენი ადამიანი მირეკავდა, მწერდა, მილოცავდა… კარგად ვერც მივხვდი რას მილოცავდნენ“, – ამბობს ელისო ბოლქვაძე „ტვ პირველთან“.

 
ასევე იხილეთ