ეკო ფანგანი შეყვარებულთან ერთად წყალტუბოში ისვენებს

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი  შეყვარებულთან, იურა რუბენიასთან და ოჯახის წევრებთან ერთად წყალტუბოს კურორზე ისვენებს. ამის შესახებ ეკომ საკუთარ „ინსტაგრამ” გამომწერებს ამცნო და ფოტოებიც გამოაქვეყნა.

როგორც ეკოს მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, მისი შეყვარებული ტატუ ხელოვნებით არის გატაცებული და ტანზე არაერთი ნახატიც აქვს გამოსახული.

კადრებიდან ჩანს, რომ წყვილი მაქსიმალურად ცდილობს დედაქალაქის ხმაურისგან განტვირთვას და კურორტზე დროს კარგად ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ეკო ფანგანმა ცოტახნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეყვარებულია.

ასევე იხილეთ