„სულ ასეთი იყო, მთელი ცხოვრება ანათებდა… გაგიღიმებდა და იმავე წამს გაგითბობდა სულს…“

ცნობილი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:

„მარინა ჯანაშია, ჩვენი მარინა, ისიც გაფრინდა, მანაც დაგვტოვა….

პირველი ფოტო,  რუსთაველის თეატრში  ჩემ მიერ დადგმული პირველი სპექტაკლიდანაა, კახისთან ერთად, 1980 წ.  ნახეთ, როგორ ანათებს… სულ ასეთი იყო, მთელი ცხოვრება ანათებდა…  გაგიღიმებდა და იმავე წამს გაგითბობდა სულს.

მეორე ფოტო კი ძველ „თავისუფალ თეატრში”,   სცენაზე გასვლის წინ გადავუღე, რა საოცარი მზერა აქვს, ისევ ანათებს, ისევ გითბობს სულს.

ახალი „თავისუფალი თეატრის“ გახსნის დღეს, 2018 წლის 31 მარტს, რა მშვენიერია, როგორი დახვეწილი.

მადლობა, რომ იყავი ჩვენთან, მადლობა, რომ „თავისუფალ თეატრში“ თამაშობდი და ამ თეატრის წევრად მიიჩნევდი თავს.

მადლობა ჩვენი 42 -წლიანი მეგობრობისთვის“.

ასევე იხილეთ