“ხელი ჩავკიდე და ასე ერთად გავიზარდეთ ბევრ განსაცდელში”

პოლიტიკოსი ეკა ბესელია შვილს, რატი მილორავას დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

„19 წლისამ დავინახე როგორი იყო რატი. იქამდე კი დაბადების მოლოდინში ყოველ დღე ვწერდი წერილებს. ვუყვებოდი რას ვფიქრობდი და როგორი იყო მისი მოლოდინის ემოცია და ეს იყო არაჩვეულებრივი.

და გულში ჩაიკრა ეს ნაგროვები სიყვარული. ხელი ჩავკიდე და ასე ერთად გავიზარდეთ ბევრ განსაცდელში. მერე აღარ მოვყვები იმდენი რამ იყო…

მთავარია, დღეს ამ სიყვარულში გაზრდილი შვილის დაბადების დღეა და მე ის ემოცია მაქვს ისევ, რაც მაშინ, როცა დიდი ლოდინის შემდეგ დავინახე.

ერთი რამ ზუსტად ვიცი: დედაშვილობა გაუზომავი და გადმოუცემელი სიყვარულია და არაფერს არ უტოლდება. გილოცავ დე, და დედის ლოცვას ყოვლისშემძლე ძალა აქვს!“ – წერს ბესელია.

ასევე იხილეთ