“იქ რომ შევხვდებით, აუცილებლად მოგიყვები, რა მძიმე იქნება უშენოდ ყველა წუთი დღეის შემდეგ”

21 ივნისს, 37 წლის ასაკში ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი სტატუსს აქვეყნებს და კოლეგას და მეგობარს იხსენებს.

ვინმემ არ თქვას რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის… მე სულ ასეთი კობა მემახსოვრები.

ცოტა სევდიანი, ძალიან მეგობრული, ყველას მოსიყვარულე და სამართლიანი. მადლობა ყველა წუთისთვის, მადლობა მეგობრობისთვის. ბევრი დაგვრჩა სათქმელი და იქ რომ შევხვდებით, აუცილებლად მოგიყვები, რა მძიმე იქნება უშენოდ ყველა წუთი დღეის შემდეგ, პირველ რიგში შენი ოჯახისთვის. კობა ალხაზაშვილი “მშვიდობით არა, ნახვამდის!“ – წერს ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ