“არც არასდროს მკეთებია პირბადე და არ გამიმდიდრებია ვიღაცის ბიზნესი…“

ეკა კვალიაშვილი რეგულაციების შემსუბუქებას და ღია სივრცეებში პირბადის სავალდებულო გაკეთებაზე უარის თქმას ეხმიანება და წერს:

„თავისუფლად სუნთქვას გილოცავთ!

აჰაა,  გახსოვთ ფრაზა – ჰაერიც ფასიანი გახდებაო, ჰოდა, ვნახოთ, სადამდე. ალბათ, შემდეგ ტალღამდე. აბა, ხომ უნდა დაბრალდეს რაღაცას გავრცელება, რომ მერე ახალი ტალღები და ჯანდაბები გააპრავონ! ვნახოთ… ნეტავ, ვცდებოდე.

მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება ვეღარ გაბედოს ვერავინ ეს მარაზმი, თუ ცხვრებივით და შეშინებული ყურბანებივით აღარ მოექცევა ხალხი. აბა, ერო. გილოცავ და შეინარჩუნე თავისუფლება და თავს ნურავის დააჩაგვრინებ!

პირადად მე, არც არასდროს მკეთებია ეს მარაზმი და არ გამიმდიდრებია ვიღაცის ბიზნესი. მადლობა უფალს და ჩემს ცნობიერებას, რომ მღვიძავს!!!“

ასევე იხილეთ