“კიდევ ერთმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება… ჩავერიოთ ყველა, რომ ცხედარი სამშობლოში ჩამოსვენდეს და არ დაწვან“

ქართველი ემიგრანტებისთვის ინტერნეტტელევიზიის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც თავად წერს, საბერძნეთში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაეხმარონ ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაში, რათა საბერძნეთში არ მოხდეს მისი კრემაცია.

„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში, მანანა ხეთაგური. კიდევ ერთმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება, შვილებს ენატრებოდი მანანა…

აქ ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ ამ ტკივილს შვილებსაც არ ეუბნებიან რომ გაუფრთხილდნენ არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში…

ნათელში იყოს შენი სული უთბილესო და უკეთილშობილესო, საოცარო ქალბატონო…
მეგობრებო, ვისაც რა საშუალება გაქვთ სიტყვიერი, გავლენა და არა ფინანსები, ჩავერიოთ ყველა რომ ჩვენი პატრიოტი, ქალბატონი მანანას ცხედარი სამშობლოში უბრკოლველად ჩამოსვენდეს და არ დაწვან კრემაცია არ გაუკეთონ.

„ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული ბატონო შოთო დაგვეხმარეთ ამ ქალბატონის სხეულის დაწვა უნდათ, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს, საქართველოში უნდა ოჯახს რომ გადაასვენონ… ლეიკემიის ბოლო სტადია ჰქონდა, არავითარი კორონა და მსგავსი“,- წერს სიხარულიძე.

ასევე იხილეთ