“ბავშვის მამობას არ აღიარებდა ერთი “ვაშკაცი”

ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ბაია პატარაია “ფეისბუქის” საკუთარი გვერდის საშუალებით, სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედებს მიმართავს.

“წეღან ერთი კუდრაჭა ბიჭის ფოტო ჩამიგდო სოციალურად დაუცველმა მარტოხელა დედამ, რომ მენახა, ვის დავეხმარეთ. ბავშვის მამობას არ აღიარებდა ერთი “ვაშკაცი”, დედას კი დნმ ანალიზის ფული არ გააჩნდა. ბავშვი იყო მამის და ალიმენტის გარეშე დარჩენილი. ჩავერთეთ და სასამართლოს დაწყებისთანავე თავისით აღიარა მამობა, ანუ ბავშიკი ალიმენტსაც მიიღებს.

თუ ხართ სიციალურად დაუცველი მარტოხელა დედა და ბავშვს მამა არ აღიარებს, მოგვმართეთ და დაგეხმარებით. წლებია ამ კანონს ვუტევთ და ყოველთვის იმ ეტაპზე ვიგებთ საქმეს, ვიდრე კანონამდე მივალთ. არადა კანონს რომ პრობლემა აქვს, ამის დამტკუცებას ვცდილობთ.

Nino Andriashvili რანაირად აღიარებინე იმ კაცს მამობა ასე სწრაფად?”, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ