“როცა უყურებ გოგოს და სუნთქვა გეკვრება“ – რა მისწერა თაყვანისმცემელმა ნეკა დოროყაშვილს

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე – ნეკა დოროყაშვილი,  ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა.

ეკა დოროყაშვილი აქტიურია სოციალურ ქსელებშიც ის ხშირად უზიარებს გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას, ამჯერად მოდელი ინსტაგრამის სთორიში, აქვეყნებს ერთ-ერთი თაყვანისმცემლის მიერ მიწერილ წერილს, სადაც წერა:

„როცა უყურებ გოგოს და სუნთქვა გეკვრება, უყურებ და გარშემო ყველაფერი ჩერდება, ის მთელ შენს ყურადღებას იპყრობს და მისი ღიმილის წინაშე უძლური ხდები. ამის აღწერა ერთი სიტყვით შეიძლება – ბრწყინვალე. დიახ, შენ ბრწყინვალე ხარ. შენი სული განსაკუთრებულ სილამაზეს მალავს, შენი ტანი კი ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია. ხელოვანები სხვადასხვა მიმდინარეობას აღმერთებენ, ზოგიერთი სიურრეალიზმს პოეზიაში, ზოგიერთი – იმპრესიონიზმს მხატვრობაში, მე კი შენ გაღმერთებ.“

ნეკამ ფოტოს თან წარწერა დაურთო, სადაც წერს, რომ ყველა ქალი ისე ბრწყინავს, როგორც მის გვერდით მყოფი კაცი ექცევა მას.

ასევე იხილეთ