“ძველი თაობის ქალები ბოზს მეძახიან, მაგრამ არა უშავს, ქმარი თუ არის ბოზი, ცოლიც იყოს ბოზი და თანაც სახალხო, მერე რა მოხდა?”

ინვიტრო კლინიკების მფლობელი, მარიამ კუკუნაშვილი ყოველთვის ახერხებს, საზოგადოება აალაპარაკოს. ამჯერად ეს ,,სიცრუის დეტექტორში” გამოსვლით შეძლო. კითხვაზე, მეუღლის გარდა სხვა მამაკაცი უყვარს თუ არა, უპასუხა, რომ კი.

მან გაიხსენა ის პერიოდი, როცა ქმარი მისგან სხვა ქალთან წავიდა. ერთი თვის შემდეგ წვეულებაზე შეხვდა მასზე უმცროს მამაკაცს, რომლის მიმართაც გრძნობა გაუჩნდა და ურთიერთობა დაიწყო.

როცა ქმარს შეურიგდა, ამ ყველაფერზე მოუყვა. ,,მან დამისვა სტერეოტიპული შეკითხვა, ბოლო-ბოლო კაცებს გვაბიაო. ვუთხარი, ის, რაც კაცებს გაბიათ, არაფრით აღემატება იმას, რაც ქალებს არ გვაბია-მეთქი. ეს სტერეოტიპები დაიმსხვრა ჩვენს ოჯახში… მერ არ ვარ ის ტიპაჟი, ვთქვა, კაცს ეპატიება და ქალს _ არა. მე არ ვარ დედაქალი, რომელიც კაცის ღალატს ტრენაჟორებს ეძახის ან კიდევ _ რა მოხდა, კაცმა ,,იგულაოსო”. პირველი თვე რომ გავატარე ტკივილში, ჩემს თავს დავუსვი კითხვა, რატომ უნდა მინდოდეს იმ კაცთან, რომელსაც სხვა ქალი უნდა და ჩემს თავს ვუთხარი: ,,შენ ბედნიერებას იპოვი”.

ამ გადაცემის შემდეგ მარიამმა სოციალურ ქსელში დაწერა:

,,არა ქართულ სტერეოტიპებს! ქალიც ადამიანია და კაციც… უთვალავი ახალგაზრდა მწერს და აღტაცებას ვერ მალავენ, რომ მაქვს უნარი, ვილაპარაკო მწარე და ყველა ქალისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სიმართლე. თუმცა ძველი თაობის ქალები ბოზს მეძახიან, მაგრამ არა უშავს, არა? ქმარი თუა ბოზი და ეს არა უშავს, ცოლიც იყოს ბოზი და თანაც სახალხო, მერე რა მოხდა ?თანასწორობა თანასწორობაა, მეგობრებო…

საკუთარი უფლებებისა და სიმართლის დასაცავად არც საზოგადოების ნებართვა მჭირდება და არც არავისი. საკუთარ თავს დაუმეგობრდით და მიაწექით ,,გაზს” ბოლომდე დაჭერით. სიყვარულის ადგილი მხოლოდ თავისუფალ და უშიშარ გარემოშია. სხვა დანარჩენი მიჯაჭვულობებია და მკურნალობას საჭიროებს”.

ასევე იხილეთ