„იტალიაში კოვიდი რომ აფეთქდა ატომური ბომბივით და საქართველოდან რომ გამომიტირეთ, დღეში 3000 4000 ადამიანი ინფიცირდებოდა, მეტი კი არა…“

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინო მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში იხსენებს პანდემიის დასაწყისს, რომელიც იტალიაში საკმაოდ ცუდად ახსოვს და წერს, რომ მაშინაც კი, ყოელდღიურად იტალიაში მხოლოდ 4000 ადამიანამდე ინფიცირდებოდა.

ნინო მამუკაძე-სორდინი:

„შარშან, იტალიაში კოვიდი რომ აფეთქდა ატომური ბომბივით და საქართველოდან რომ გამომიტირეთ, დღეში 3000-4000 ადამიანი ინფიცირდებოდა, მეტი კი არა.

დღეს, საქართველოში 4827 შემთხვევა რომ გაქვთ და ნეტარები დაიარებით უნიღბოდ, მათ შორის დახურულ სივრცეში, იგივე ვირუსია რომ იცოდეთ.

და ვინც ვაქცინას ჯავშნით და არ მიდიხართ, აუცილებლად მოინანიეთ აღსარებისას. ფაქტობრივად, მკვლელები ხართ, რადგან მაგ ვაქცინით, შეიძლება გადარჩენილიყო ადამიანი, რომელიც ხვალ კოვიდით გარდაიცვლება. შეიძლება გადარჩენილიყო კი არა, 99.7%-ით გადარჩებოდა“.

ასევე იხილეთ