,,დღე, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა პანდემიის დაწყებიდან… მა­პა­ტიე დე, რომ ასე ვიბ­რძვი შენს გა­და­სარ­ჩე­ნად”

ტე­ლე­წამ­ყვან ანი გი­უნ­ტე­რის დე­დას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და, ამის შესახებ  ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. როგორც ანი გიუნტერუი წერს დედა 81 წლის ასაკ­შია, გა­და­ტა­ნი­ლი აქვს 2 ინსულ­ტი და ინ­ფარ­ქტი, თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე უარი თქვა.

,,დღე, რომ­ლი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნო­და პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან.. 81 წლის ასაკ­ში დე­და­ჩემს აქვს გა­და­ტა­ნი­ლი 2 ინ­სულ­ტი და ასე­ვე ინ­ფარ­ქტიც. დღეს მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და და მარ­თლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ერ­თო მის გა­დაყ­ვა­ნა­ში კლი­ნი­კა­ში… სამ­წუ­ხა­როდ უშე­დე­გოდ.

ასე გა­და­წყვი­ტა მან და კა­რიც ჩა­კე­ტა.. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა სი­ტყვე­ბით მა­გე­ბი­ნებ­და რა არის მის­თვის მთა­ვა­რი ცხოვ­რე­ბა­ში.
მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მთა­ვა­რია სხვას და­უ­ტო­ვო არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა… გულ­წრფე­ლად თვლი­და, რომ სულ რომ საქ­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ეხე­ბო­დეს, ეს მისი ცხოვ­რე­ბაა და მე მაქვს ჩემი, რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მირ­თულ­და 39 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში…

მა­პა­ტიე დე, რომ ასე ვიბ­რძვი შენს გა­და­სარ­ჩე­ნად შენ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით და გთხოვ, მო­იკ­რი­ბე იმ შენს უძ­ლი­ე­რეს თავ­ში ძალა და­ა­მარ­ცხო ეს სას­ტი­კი მოვ­ლე­ნა. შენი თხოვ­ნის და გე­ნე­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მეც კვლავ მაგ­რად ვიდ­გე­ბი…” – წერს გი­უნ­ტე­რი.

ასევე იხილეთ