”სპორტსმენები შეჩვეულები ვართ ბრძოლას და შენც უნდა იბრძოლო”

ფეხბურთელები, აჩი არველაძე და გიორგი ქინქლაძე ვიდეოთი მიმართავენ 20 წლის ფეხბურთელს, რომელსაც კოვიდინფექციის გამო ფილტვები აქვს დაზიანებული.
,,დარწმუნებული ვარ, კარგად იქნები. სპორტსმენები შეჩვეულები ვართ ბრძოლას და შენც უნდა იბრძოლო”, – ამბობს ვიდეო მიმართვაში აჩი არველაძე.
,,არ დანებდე, ვახო. მე და შენ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ ერთად”, – მიმართავს გიორგი ქინქლაძე ფეხბურთელს.
ასევე იხილეთ