ბადრი ვადაჭკორია: “ჩემი გვერდები დაბლოკილია მას შემდეგ, რაც დენდროლოგიური პარკიდან ფოტოები გამოვაქვეყნე”

ცნობილი ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ წინ აპოსტი მილიონამდე ადამიანმა ნახა და როგორც ჩანს, ბევრი ვიღაც გააღიზიანა ამ ინტერესმა, ახლა ფოტოგრაფი ვეღარ ახერხებს ნორმალურ რეჟიმში საკუთარ გვერდებზე შესვლას. ბადრი ვადაჭკორიამ პარკში გადაღებული ფოტოებიც გაგვიზიარა.

“რატომღაც დაბლოკილია ჩემი პირადი და მთავარი ფეისბუქ–გვერდები, სადაც მხოლოდ ტელეფონით შევდივარ. მიზეზი ეს ხომ არ იყო?!

31 მაისს, ორ მეგობართან ერთად, შეკვეთილის უიშვიათეს და ულამაზეს დენდროგოლიურ პარკში გახლდით და ჩემი შთაბეჭდილება ფოტორეპორტაჟით, ჩემს პირად გვერდზე გაახლეთ. როგორც მითხრეს, ამ პოსტს ერთ დღე–ღამე მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, რამაც ვიღაცები ზედმეტად გააღიზიანა ალბათ.

ძალიან მალე ეს ფანტასტიკური პარკი გაიხსნება მნახველთათვის, სადცა შესვლის ღირებულება ნოლი თეთრი იქნება.

გილოცავთ, მეგობრებო, ვისაც საქართველო გიყვართ და სილამაზის აღქმის უნარი გაქვთ”.

ასევე იხილეთ