“პირადში მიგზავნიან ანტივაქსერები რაღაც უხარისხო და გაურკვეველი ინტონაციის რუსულად გადათარგმნილ ვიდეოებს ქართულებსაც”

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პირადში მიგზავნიან ანტივაქსერები რაღაც უხარისხო და გაურკვეველი ინტონაციის რუსულად გადათარგმნილ ვიდეოებს ქართულებსაც

რომ აუცილებლად მოვკვდებით 2დან 5 წელში აცრილები
კარგიი!!!
მაგრაააამ !
როცა იცი რომ აცრილი ვარ და 17 წლის შვილებიც ავცერი თუ ჩემი გადარჩენის მიზნით შეგტკივა გული მაგრამ ვერ მომისწარი ხელი ხომ უნდა ჩაიქნიო? სინანულით რომ ვერ გადამარჩინე?
და ამის მიუხედავად რომ ნაგლად შესაშინებლად მიგზვნით ასეთ ვიდეოებს თქვენ ატივაქსერები კი არა დაუნდობელი ბოროტები გქვიათ და არასოდეს არ ვისურვებ თქვენს აზრზე ყოფნას თუნდაც სიკვდილი მელოდებოდეს როგორც თქვენ ამბობთ 2 წელიწადში
ანტივაქსერი ნიშნავს რომელსაც ბავშვობიდან არანაირი აცრა ჩატარებული არ აქვს !
დაა აბა ვინმემ გითხრათ ბალიზე მაგრად გაგულავებთ მილიონსაც ჩაგიჯიბავთ როგორ არ დაირჭობთ იმ გაუგებარ ნემსს ზურგში რომ არჭობენ მაგასაც ვნახავ!
ვიცი რომ
ვმეორდები მაგრამ აიიი ყველა ნემსის შემადგენლობა იცით რაც ბავშვობიდან გვიკეთეს ხო?
რაც გინდათ ის გიქნიათ თავში ქვა გიხლიათ
მე და ჩემს შვილებს შეგვეშვით და არ გაბედოთ პირადში ასეთი ვიდეოების გამოგზავნა!!!
აბა გელოდებით გაბედეთ და დამიწერეთ რამე
ხატებს ამოფარებულო ფარისეველო ფანატიკოსო ბოროტებო!!!”
ასევე იხილეთ