“აქ ყვე­ლა­ზე ნათ­ლად ჩანს, რა ვე­რა­გი ვირუ­სია კო­ვიდ – 19”

ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სადაც თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში საკუთარი თვალით დანახულ ვითარებას აღწერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გავ­ჩერ­დი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში (ლუბ­ლი­ა­ნას 5/ჩა­ჩა­ვას 1) კო­ვიდ­რე­პორ­ტა­ჟის მო­სამ­ზა­დებ­ლად. გა­ლუმ­პუ­ლი გა­მო­ვე­დი. რთუ­ლი იყო რე­პორ­ტაჟ­ზე მუ­შა­ო­ბა ემო­ცი­უ­რად, ადა­მი­ა­ნუ­რად… ჩემი მუ­შა­ო­ბა რა მო­სა­ტა­ნია აქ მო­მუ­შა­ვე მე­დი­კო­სებ­თან? გა­ლუმპვა­ზე ფიქ­რის დრო აქვთ? იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ჰყავთ გა­და­სარ­ჩე­ნი და სამ­კურ­ნა­ლო, ვერ წარ­მო­იდ­გენთ.

სავ­სეა რე­ა­ნი­მა­ცია და პა­ლა­ტე­ბი, თა­ვის მო­სა­ფხა­ნი დრო არ აქვთ მე­დი­კო­სებს. აქ ყვე­ლა­ზე ნათ­ლად ჩანს, რა ვე­რა­გი ვირუ­სია კო­ვიდ – 19. აქ ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩანს, თუ რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია მე­დი­კო­სე­ბის წი­ნა­შეც, რომ­ლებ­მაც მარ­თლა გულ­წრფე­ლად გა­და­დეს თავი. მე კი­დევ იმა­ზე წუ­წუნს რა გა­მა­ბე­დი­ნებს, რო­გორ გა­ვი­ლუმ­პე?

მად­ლო­ბა “ვივო მე­დი­ქალ” ჯგუფს რე­პორ­ტა­ჟის მომ­ზა­დე­ბა­ში ხელ­შე­წყო­ბის­თვის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

მად­ლო­ბა, თა­ვად მე­დი­კო­სებს თავ­და­უ­ზო­გა­ვო­ბის­თვის”, – წერს გოგა ჩა­ნა­დი­რი.

ასევე იხილეთ