“დიახ მე ვიცნობ რაფაელს!!! არასდროს არცერთი წამით მასთან ურთიერთობაში, მე არ შემიმჩნევია ძალადობის მიმართ მიდრეკილება”

სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი პოსტს აქვეყნებს.
“დანაშაულს ეროვნება არ გააჩნია!
ეს მათთვის, ვინც ყვიროდა მრცხვენია ქართველობისო და ეჭვმიტანილი არ აღმოჩნდა ქართველი!
ბევრი უარყოფს ალბათ რომ იცნობდა, მე არ!
დიახ მე ვიცნობ რაფაელს!!!
არასდროს არცერთი წამით მასთან ურთიერთობაში, მე არ შემიმჩნევია ძალადობის მიმართ მიდრეკილება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, რაც დღეს კაცების 80%-ს აქვს!
იფიქრებთ რომ ვიცავ?! არა!!!
ის გოგო ცრემლებამდე მეცოდება!
გუშინ, როდესაც გავიგე, რომ რაფაელი იყო ამ საქმეზე ეჭვმიტანილი ჩავვარდი შოკში!!!
უამრავმა ფიქრმა გამიელვა,
როგორ? რანაირად? რატომ?
ის ხომ არ ჰგავს მანიაკს?
თუმცა არცერთი მანიაკი არ ჰგავს ავადმყოფს!(((
ისიც ვიფიქრე რომ ძალიან გადარჩენილი ვარ რადგან ვიცნობდი მაგრამ ამ დროს მოვიდა ყველაზე სწორი ფიქრი,
მე ხომ არ მაქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მას დავუძახო დამნაშავე!
მე ხომ ამის გამო ვიბრძოდი, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია არ დაერღვიათ ქვეყანაში, რომ კანონის უზენაესობა ყოფილიყო!
დღეს ემოციების კასკადია თითოეულ ჩვენთაგანში, განსაკუთრებით ჩვენში, ვინც ამ ბიჭს ვიცნობდით!!!
მოკლა? მე არვიცი! და შენ?
შენ, რომელმაც უკვე ლინჩის წესით მოითხოვე მისი დასჯა იცი?
გადარჩენილი ვარ მანიაკისგან? მე არვიცი!
და შენ? შენ, რომელსაც ეს ავსტრალიელი გოგო შეგეცოდა და ქართველობა უარყავი, მე, ქართველი, ესე შეგეცოდებოდი?”

ასევე იხილეთ