კრიშტიანუ რონალდუს სამშობლოში შოკოლადისგან ძეგლი დაუმზადეს (ფოტო)

პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს სამშობლოში შოკოლადისგან ძეგლი დაუმზადეს. ძეგლის ფოტო Instagram-ზე ფეხბურთელის დედამ, მარია დოლორეშ დუშ სანტუშ ავეირუმ გამოაქვეყნა.

ძეგლის ავტორი პორტუგალიელი შოკოლადის სპეციალისტის ჟორჟე კარდოზუა, რომელმაც თავისი ნამუშევარი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებას მიუძღვნა. 120-კილოგრამიანი ძეგლის დასამზადებლად კონდიტერს 200 საათი დასჭირდა.

 

ასევე იხილეთ