“აი ძალიან კარგი, თუ შორენა ამდენი წლის მანძილზე ვიღაც-ვიღაცეებს არ აკარებდა და უდიდესი მადლობა მას ამისთვის!”

ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მე დავიბადე 1973 წელს და მთელი ჩემი ცხოვრება ვუყურებ და ვისმენ, რომ პატრიარქს ებრძვიან, რომ ილია მეორეს ხელს უშლიან, რომ უპირებენ მოკვლას, რომ არ უჯერებენ, რომ, რომ, რომ …

ასევე, სულ მესმის და პერიოდულად ამოტივტივდება ხოლმე ამბავი, რომ შორენა თეთრუაშვილი არ უშვებს უწმინდესამდე არავისო, მათ შორის მეუფეებსო, ხელისუფლების წარმომადგენლებსო, ხან საერთოდ არ აკარებს არავისო…
დღეს 2021 წლის 15 სექტემბერია და უწმინდესი ცოცხალია, წირავს და ლოცულობს საქართველოსთვის! საქართველოს ეკლესიას აქვს ეპარქია ლათინურ ამერიკაშიც კი!
აი ძალიან კარგი, თუ შორენა ამდენი წლის მანძილზე ვიღაც-ვიღაცეებს არ აკარებდა და უდიდესი მადლობა მას ამისთვის!
მე არ გახლავართ საპატრიარქოს ხშირი სტუმარი, თუმცა ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, ორგანიზაციებისა და მთავრობის წევრების მიერ, სხვადასხვა დროს, პატრიარქთან გადაღებული ფოტოები უხვად იყრება ხოლმე ფეისბუქზე, სინოდის სხდომები იმართება, პატრიარქის წირვა-ლოცვას ესწრებიან სამღვდელოების წარმომადგენლები, დღესასწაულებზე ყოველთვის ერთად არიან და რა ვიცი, ვის უნდა და ვერ ნახულობს უწმინდესს?
ალბათ ზუსტად ის, ვინც სამტროდ მიდის სხვადასხვა დროსა და ეპოქაში.
P.S. უწმინდესი და საქართველოს ეკლესია, თავისი კარგით და ცუდით, ჩემთვის არის წითელი ხაზი.”
ასევე იხილეთ