“ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ჩემს გამო ამდენი ადამიანი შეწუხდებოდა”

მსახიობი მაია შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხალხს მადლობას უხდის.

“!!!! ორი დღის წინ, როცა ჩემი გაჭირვების ამოძახილი სტატუსად გამოვაქვეყნე, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ჩემს გამო ამდენი ადამიანი შეწუხდებოდა. უღრმესი მადლობა სოლიდარობისათვის, იმისთვის, რომ თავად მოიკელით ისედაც მწირი შემოსავალი და გამიზიარეთ! ღმერთმა დაგლოცოთ! დიდი მადლობა ზღვისუბნის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს ქ-ონ თამარ ტალიაშვილს და მისი ბიუროს თანამშრომლებს, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილეს, რომელმაც პროდუქტები შემომაშველა! ვისურვებდი რომ აღასოდეს დასჭირვებოდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პროდუქტებით დახმარება! და რა თქმა უნდა ჩემს მწერალ მეგობარს შოთა იათაშვილს, ვინც რეკომენდაცია გამოწია ქალაქის საკრებულოში, პროზაიკოს ირაკლი შამათავას, ვინც ხმა მიაწვდინა ნაძალადევის გამგეობას! ინტერნეტ გამოცემებს, ვინც ჩემი გასაჭირის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადეს, უღრმესი მადლობა! ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!! დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შომდგომ ქვეყნის ხელისუფლება (სულ ერთია რომელი პარტიის წარმომადგენლები!) შეიმუშავებს ქმედით პროგრამას სიღატაკის დასაძლევად და საქართველო მართლაც გახდება ერთიანი, დემოკრატიული, ინდუსტრიული, აყვავებული ქვეყანა! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე!!” – წერს შენგელია.

 

შეგახსენებთ, მსახიობმა სოციალურ ქსელში მისი გასაჭირის შესახებ დაწერა, სადაც ამბობდა, რომ თავს მიტოვებულ ბაღებში დაკრეფილი ხილით ირჩენს.

ასევე იხილეთ