“უკვე იმ ჭკუაზე ვარ, სახლი გავყიდო”

გუშინ, ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საყვარელი ძაღლი, ბობო მოუკვდა.

დღეს ის მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან ცუდად გრძნობს თავს და სახლის გაყიდვას აპირებს, რადგან იქ საყვარელი ბობო აღარ დახვდება.

„ჩვენ ძალიან მძიმე და ცივსისხლიანი პროფესია გვაქვს. პროფესია, რომელმაც არ იცის შენი დარდი…. უნდა დადგე და იმუშაო, თუნდაც კვდებოდე.

არ მჯერა, რომ ახლა სტუდიაში ვზივარ და გადაცემის დაწყებას ველი.

მართლა ყველაზე დიდი ცხოველი ყოფილა ადამიანი – საკუთარ თავზე ვსაუბრობ, დღეს რომ აქ ვარ და გადაცემაზე ვსაუბრობ.

დღეს მექნება პირველი საღამო, როცა სამსახურიდან სახლში დავბრუნდები და ჩემი სიყვარული აღარ შემხვდება და აღარ ჩამეხუტება. უკვე იმ ჭკუაზე ვარ, სახლი გავყიდო, სადაც სრული სიცარიელეა გუშინდელს მერე“,- წერს ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ