“ახლავე წამშალოს ვინც ქარდავას და იმ მწამებელი სისტემის მხარეზე ხართ!”

მომღერალი ზურა ხაჩიძე დღეს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება. ხაჩიძე მიიჩნევს, რომ ადამიანები ვინც დღეს აქციაზე მივლენ, კონსტიტუციური უფლება აქვთ, მაგრამ არა მორალური.

„ვინც დღეს მიტინგზე მიდიხართ, უნდა იცოდეთ რომ თქვენ გაქვთ ამის კონსტიტუციური უფლება, მაგრამ თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება დაუდგეთ ადამიანის უფლებებების დამრღვევ, მწამებელ, ტერორზე და შიშზე დაყრდნობილ ყოფილ ხელისუფლებას გვერდში.

მე არ მესმის იმ ადამიანების და ახლავე წამშალოს ვინც ქარდავას და იმ მწამებელი სისტემის მხარეზე ხართ“! – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ