“ის ხალხი ლაპარაკობს “შერიგებაზე”, ვისაც არც რეჟიმი შეხებია და არც გაცნობიერებული აქვს, დანაშაულზე პასუხისგების არიდების ფაქტორი”

ეკა სილაგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ის ხალხი ლაპარაკობს “შერიგებაზე”, ვისაც არც რეჟიმი შეხებია და არც გაცნობიერებული აქვს, დანაშაულზე პასუხისგების არიდების ფაქტორი, გაცილებით რომ რყვნის, ზუსტად ჩინოვნიკს!

იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც, სწორედ დაუსჯელობის სინდრომმა გაათამამა და დღემდე პოლიტიკაში არიან ინერციით.
“შერიგებაზე” საუბრობს ხალხი, რომლებსაც მეზობლისთვისაც არ დაუთმია “საშრობში” ადგილი და ძველი დრო იყოს, “ანონიმკასაც” ჩაახუტებდა “ენკავედეს”.
შერიგება არც პოლიტიკურ ველზე ხდება დამნაშავეებთან!
ამ ხალხს ვკითხავდი, ნაციონალური რეჟიმის მობრუნების შემთხვევაში, დამნაშავე, თუ უდანაშაულო თანამოქალაქეებს, რომლებსაც აუცილებლად გაუსწორდება მათი “რჩეული”, ისევ ასე თამამად მოუწოდებს ამ “შერიგებაზე”, თუ ისევ სირაქლემის პოზაში ჩადგება?
მინახიხართ თქვენ!
მინახიხართ 2003 დან, მერეც, ფორუმებზე, სოც ქსელებში, კრიტიკულს ვერ ამბობდით და იყრუებდით თავებს! აქ ლაიქსაც ვერ ბედავდით, რამდენიმე ადამიანის თავგანწირვაზე, რომელთა შორის, მეც ვიყავი! მახსოვს, ცხონებული ნანა ზარდიაშვილი პირადში მწერდა, ფოტო აიღე შენი და გაფრთხილდი, არაფერი აგიტეხონო!
თქვენ, არ მახსოვხართ!
კონფორმიზმში ჩამხრჩვალი, საკუთარ კეთილდღეობაზე ყველაფერზე წამსვლელი, საშოვარს გადაყოლილი, რუხი მასა! ბოდიში კატეგორიულობისთვის!”
ასევე იხილეთ