“ღმერთო იქნებ და მიშველო , ჩემ შვილთან მისვლა მაღირსო”

სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გიო მამი დღეს შენი დაბადების დღეა, რა გითხრა აბა, მიშა, რომ დაიჭირეს კი გითხარი იმ დღესვე, იმხელა ვიყვირე ასე მგონია გაგაგონე, სხვა რაა, ჩვენი შეხვედრაც ახლოვდება…….

ბეჩავსა ასე მეგონა………………
არასდროს არ მოვკვდებოდი,
ცეცხლი ეკიდა სამყაროს
და მე კი, არ ვიწვებოდი…………
მივყვები აღმართს დაღლილი,
დამთავრდა ბოლო კიბეცა,
ცეცხლი ჩამქრალა, ნაკვერჩხლობს,
და მე კი ვკვდები კიდეცა……
არა თქვა ის რაც არ მითქვავს,
და არც შენდობა მაღირსო,
რამდენი რამე ვერ თქვაო,
დარდიც გაყვაო აქისო…
აგერ გამოჩნდა ,,მიქელაც,,
ლანდი ჩანს ქვაზე მადლისო,
ღმერთო იქნებ და მიშველო ,
ჩემ შვილთან მისვლა მაღირსო………..
=
ჯ.გ.”
ასევე იხილეთ