“ხვალ მეზობელი გამარჯობას რომ არ მეტყვის, ისე გავატარო?”

ბარსელონაში მცხოვრებმა თამარ ბურდულმა ფეისბუქში დაწერა:

“აი როგორ გავაზიარო ახლა ეს ამბავი, ამ წუთას დაიწერა ადგილობრივ გაზეთში: ჩემს დასახლებაში და ზოგადად დელ ბაიესში ქართველების ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს, რომლებიც ბინებში შედიოდნენ ეგრეთწოდებული ,ატმიჩკებით’ და სახლებს ძარცვავდნენ.

ხვალ მეზობელი გამარჯობას რომ არ მეტყვის, ისე გავატარო, ვითომ მე არ მეხება ხო?!
უსირცხვილოები ხართ, ვინც ამას სჩადიხართ და მეტი არაფერი. ხალხი 24/7 შრომაში რომ კვდება თქვენს გამო თავაწეული ვერ გადის გარეთ. მთელი უბანი ამაზე ლაპარაკობს.”

ასევე იხილეთ