“მამაჩემი ბორჯომსაც კი არ სვამდა! არანაირი ვიტამინები, არანაირი მინერალური წყალი”

ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი, ირინა ბათიაშვილი მამის პატიმრობას იხსენებს და წერს:

,,იცით, რა არის შიმშილობა? მე გეტყვით: ირაკლი ბათიაშვილის შიმშილობის 16 დღე – არანაირი საკვები, არანაირი საკვების დანამატები, არანაირი წვენები, არანაირი გადასხმები, არანაირი ვიტამინები, არანაირი მინერალური წყალი, ბორჯომსაც კი არ სვამდა!
როცა უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შევიდა ირაკლი ბათიაშვილის, თავისი სულიერი შვილის, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედის და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის 4 კვადრატულ საკანში, ისეთი დასუსტებული იყო მამაჩემი, რომ ფეხზე ძლივს იდგა”.

ასევე იხილეთ