“პატრიარქი ზუსტად მიხვდა, რომ მალე 50 მიცვალებული ესვენებოდა რუსთაველის გამზირზე და მეჩვიდმეტე დღეს თავის ფეხით მოვიდა მოშიმშილეებთან და სეფისკვერის მიღება აიძულა!”

ეკა კვიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ეს ისე, ინფორმაციისთვის და შესადარებლად…
2008 წელს პარლამენტის წინ 16 დღე იშიმშილეს გიამ George Tsagareishvili და მისმა თანამებრძოლებმა.
მხოლოდ წყალზე იყვნენ, მეშვიდე-მერვე დღიდან ყველა უკიდურესად ცუდად გახდნენ. მე-12 დღეს გიას ისე აეწია კრეატინინი და დაუვარდა შაქარი, რომ რამდენჯერმე დაკარგა გონება, ასევე მძიმედ იყვნენ დანარჩენი მოშიმშილეები. მაშინაც მორიგეობდნენ ექიმები და მინდა გითხრათ, სამედიცინო დანიშნულებით გადასხმებს, გლუკოზას და სხვა მედიკამენტებს სთავაზობდნენ მოშიმშილეებს ( ეს მათი ვალი იყო და არის დღემდე), მაგრამ არც საკვები დანამატი და არც გადასხმა არ მიუღია არცერთ მათგანს. 16 დღეში 12 კგ დაიკლო გიამ ( ზუსტად მახსოვს ყველაფერი, ან კი რა დამავიწყებს).
ისე, ცნობისთვის შიმშილობა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ეხებოდა და მაშინდელ ხელისუფლებას ყურიც არ გაუბარტყუნებია.
პატრიარქი ზუსტად მიხვდა, რომ მალე 50 მიცვალებული ესვენებოდა რუსთაველის გამზირზე და მეჩვიდმეტე დღეს თავის ფეხით მოვიდა მოშიმშილეებთან და სეფისკვერის მიღება აიძულა!”

ასევე იხილეთ