“მირეკავს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მამცნობს რომ არის ჩემი შვილის სკოლის მანდატური და “ტერორისტული აქტის” გამო შეადგინა ოქმი”

გურამ შეროზიას ყოფილი ცოლი, ფსიქოლოგი ხატია ჯოხარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ვარ ორჯერ ვაქცინირებული, კოვიდგადატანილი. დღეს ვიკეთებდი ბუსტერს, დიახ ვიკეთებდი მანამ, სანამ არ გამიშეშდა წელი. გაუსაძლისი ტკივილის გამო გამოვიძახე სასწრაფო, რომელმაც ნემსი გამიკეთა ისე, რომ წელი გაშეშებულად დამრჩა და ბონუსად ნანემსარი ხელი მტკივა. ამ სიკეთის გარდა ხვალ მაქვს ფრენა წელგაშეშებულს.

აი ახლა, როცა ამ ყველაფერზე წერის პარალელურად თავზე სამი სამსახურის საქმე მადევს, მირეკავს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მამცნობს რომ არის ჩემი შვილის სკოლის მანდატური და “ტერორისტული აქტის” გამო შეადგინა ოქმი ( სკლის მიმდებარე ქუჩაში ააფეთქა 25 თეთრიანი საახალწლო ასაფეთქებელი)
მემგონი საერთოდ არ მეშავპარასკევება ხო?!
ვინც გაერიეთ ამ მარაქაში, მითხარით რომ არაფერი დამიკარგავს.”

ასევე იხილეთ