“გახარიას ეს ესმის და არ აღიზიანებს ხალხს… ასე იყო იესოს დროსაც…”

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“გუშინ, ტვ-პირველზე გასული სიუჟეტი გიორგი გახარიას ქონებასთან დაკავშირებით ძალიან ტენდენციური და ჩასაფრებული ავი ძაღლების ყეფად მომეჩვენა. ადამიანს ჰქონდა კაპიტალი, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა – თუნდაც გადასცეს ეს კაპიტალი სხვას – ნებისმიერ ადამიანს – ან დროებით ან სამუდამოდ – ამას ამერიკაში ნებისმერი პრეზიდენტი აკეთებს ხოლმე და ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც საჯარო პოლიტიკაში მიდის. ეს სულაც არ არის დასაძრახი – უფრო მეტსაც ვიტყვი – ამერიკაში (და ევროპაში მითუმეტეს) მაგალითად კერძო ბიზნესმენებსაც კი, რომლებიც პოლიტიკაში არც არიან, ისინიც კი მალავენ რომ მდიდრები არიან. ეს ძალიან ნორმალურია ცივილიზებული ადამიანისათვის – ბილ გეიტსიც, უორენ ბაფეტიც და ბევრი ცივილიზებული ბიზნესმენიც არ აღიზიანებს ადამიანებს თავისი ქონებით – მითუმეტეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ამხელა ქონებრივი უთანასწორობაა. როგორც იესო ქრისტეს დროს იყო, დღესაც ასეა – დღეს რომ იყო მდიდარი კაცი, სირცხვილია, როცა ამდენი გაჭირვებულია და გახარიას თუ ეს ესმის და არ აღიზიანებს ხალხს და მითუმეტეს თუ ვინმეს გადასცა თავისი ქონება – ვინც გინდა ის იყოს – ეს მხოლოდ მოსაწონია. მოვიდა კაცი მთავრობაში და კი არ გამდიდრდა – არამედ გაღარიბდა. ეს მისასალმებელია. აი, რომ გამდირდა ბევრი – ედიკას დროსაც, მიშას დროსაც, და ოცნების დროსაც – იმათზე უნდა აკეთოს ნოდარ მელაძისნაირმა ვაი-ჟურნალისტებმა სიუჟეტები. ამ რეპორტაჟით კი სულ ტყუილად სცადა რომ შეეზიზღებინა გახარია მაყურებლისთვის. ბილ გეიტსს და უორენ ბაფეტს თუ არ უნდა ხალხის გაღიზიანება თავისი სიმდიდრით – მით უმეტეს კარგია თუ ქვეყნის პრემიერი იქცევა ასე.
ნოდარ მელაძის მისვლის მერე ტვ პირველი კარგავს თავის მიმზიდველობას, რომელიც გამოიხატებოდა შედარებით ობიექტურ ანალიზში და უფრო ემსგავსება ნაცისტურ მედია საშუალებას, რომელსაც უკვე წინასწარ განზრახული აქვს მეორე მხარის ყველა ხერხით და საშუალებით დისკრედიტაცია, და ამ მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება. არადა სამწუხაროა, რადგან მაგ მედია საშუალებაში ბევრი კარგი ჟურნალისტი მუშაობდა და ჯერ კიდევ მუშაობს კიდეც. მაგრამ ნოდარ მელაძის დამზადებული ნიუსების ყურება სრულიად შეუძლებელია – ეს აშკარად მიკერძოებული და ტენდენციური შეტევებია”

ასევე იხილეთ