“დალოცე და დალოცვილი დატოვე შენი სამი ანგელოზი…” – კოვიდით გარდაცვლილ ორსულს მეგობრები ემშვიდობებიან

კორონავირუსით 10 იანვარს გადრაცვლილ ორსულს, 3 შვილის დედას სოციალურ ქსელში მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან:

“შენ ყველაზე გამორჩეული და თბილი ადამიანი იყავი, ვინც კი გამიცნია ამ წლების განმავლობაში. დღეს კი შემზრავი და ძალიან მძიმე რამ გავიგეთ სრულიად შენმა საახლობლო და სამეგობრო წრემ. უფალმა ცათა სასუფეველი არ მოგაკლოს!

 დალოცე და დალოცვილი დატოვე შენი სამი ანგელოზი.

ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც ძალიან კარგი მოკითხვა და დაფასება გვქონდა ერთმანეთის…
შენნაირი ადამიანები იშვიათია.

მშვიდობით ჩემო კარგო ადამიანო …………
მეგობრებო დაიცავით საკუთარი თავები და გაითვალისწინეთ ყველა ის რეგულაცია და წესი რაც კოვიდთან ბრძოლის ველზე უმთავრესია, რათა თავიდნ ავიცილოთ ასეთი ახალგაზრდებისა თუ საყვარელი ადამიანების დაკარგვა..”, – წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ