რატომ სთხოვა ლაშა გურგენიძემ საყვარელ ქალს ხელი ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ

მსახიობი ლაშა გურგენიძე „სარკესთან“ საუბარში განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა, საყვარელი ქალისთვის ხელი ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ეთხოვა.

„ჩვენ გაცნობიდან ოთხი წელი შეყვარებულები ვიყავით, შემდეგ ხელი მოვაწერეთ, ვგეგმავდით ჯვრისწერას და ძალიან ლამაზი, განსხვავებული ქორწილის გადახდას. ეს ქორწილი თეატრში უნდა გადაგვეხადა, მაგრამ გამოცხადდა პანდემია და ქორწილამდე ორი დღით ადრე, როცა ყველაფერი ბოლო მიზანსცენამდე მოფიქრებული გვქონდა თავისი სამოსით და ყველა ატრიბუტით, ჩაგვკეტეს და ჩაგვეშალა. ორი წელია, ველოდებით, როდის შევძლებთ ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებას…

ჩემი სიყვარული ძალიან ძლიერია, მართლა ცამდე მიყვარს, როგორც მოდიდებული მდინარე, ისე მავსებს. სულ მინდა, სიურპრიზები მოვიწყო, ხმამაღლა ვუთხრა, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ამიტომ ჩავიფიქრე, ეს დღე დღესასწაულად მექცია…“, – აცხადებს ლაშა გურგენიძე.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურგენიძემ საყვარელ ქალს ხელი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში სთხოვა. ლაშამ გოგონას უთხრა: „მიყვარხარ ცამდე, მზად ხარ, გამიძლო მთელი ცხოვრება?“, რაზეც საყვარელი ქალისგან დადებითი პასუხი მოისმინა.

ასევე იხილეთ