“ასე ღიად იღებს ვიღაცა ვიდეოს, ამას შეამჩნევდნენ და არავინ დაუშალა გადაღება?… ეჭვს ბადებს”

მომღერალი, თემურ თათარაშვილი პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობას ეხმაურება და წერს:

“არავითარ შემთხვევაში არ უნდა აწიოს ხელი პოლიციელმა მოქალაქეზე, არ აქვს მნიშვნელობა არასრულწლოვანია თუ სრულწლოვანი, უბრალოდ ერთი რამე მაინტერესებს, ასე ღიად იღებს ვიღაცა ვიდეოს, დარწმუნებული ვარ რო იქ მყოფი პოლიციელები ამას შეამჩნევდნენ და არავინ დაუშალა გადაღება?

რა ვიცი ცოტა ეჭვს კი ბადებს ეს ფაქტი. კიდევ ვიმეორებ არავის აქვს ხელის აწევის უფლება მოქალაქეზე! ეს საცოდავი ბავში გახდა მსხვერპლი ვიღაცის ბინძური იდეის!

და ბოლოს დარწმუნდბული ვარ ეტაკებიან ამ პოსტს სხვადასხვა სააგენტოები და მიაწერენ თავიანთ ნაჯღაპნ სათაურს, თუ მიგაქვთ თქვენი ინტეპრეტაციით ნუ აფორმებთ!”, – წერს თათარაშვილი.

ასევე იხილეთ