ვინ არის 24 წლის მოდელი, რომელიც ჟიურიმ „მისტერ ვალეტინის“ გამარჯვებულად დაასახელა

13 თებერვალს „მისტერ ვალენტინის“ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებული 24 წლის მოდელი ელიზბარ მამედოვი გახდა. სულ ჟიურიმ 15 ფინალისტი შეარჩია, ხოლო აქედან გამარჯვებულად, სწორედ 24 წლის მოდელი დაასახელეს.

ღონისძიების ორგანიზატორი დიზაინერი გიორგი მასხულიაა. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ მომღერლები, მანანა თოდაძე, სოფო ბედია, აჩიკო მეფარიძე, ასევე მოდელი კრისტი ყიფშიძე  და რამდენიმე უცხოეთიდან მოწვეული სტუმარი.

ასევე იხილეთ