“ტვ პირველი“ აქამდე გარეგნულად თითქოს დაბალანსებული არხის შთაბეჭდილებას ტოვებდა”

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ტვ პირველი“ აქამდე გარეგნულად თითქოს დაბალანსებული არხის შთაბეჭდილებას ტოვებდა მასობრივ ცნობიერებაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ყოველთვის აშკარა იყო არხის პოზიცია დისკურსების ომში. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა 2019 წლის აქციების გაშუქებისას, როდესაც ქუჩაში განვითარებულ მოვლენებსა და ჟურნალისტთა კომენტარებს შორის ლამის კავშირის აღმოჩენაც კი ჭირდა. შემდეგ ვნახეთ არაკომპეტენტური თავდასხმები ექიმებზე და ა.შ. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ე.წ. „ტროლების“ ქარხანაზე გაკეთებული გადაცემაც, სადაც სტუდიაში მიწვეული იყო „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი (ნიკა ქავთარაძე) და საერთოდ არ გაკეთებულა აქცენტი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის 80-ზე მეტ ყალბ ანგარიშზე.

ერთი სიტყვით, ფორმალური ნეიტრალურობის უკან, „ტვ პირველს“, „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“ კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ერთი ხაზი ჰქონდათ არჩეული და ეს ხაზი დაკავშირებული იყო კონკრეტული ძალების პოლიტიკური დღის წესრიგის აქტუალიზებასთან, თუმცა მას შემდეგ, რაც „ტვ პირველზე“ ნოდარ მელაძე გადავიდა და იქ „მთავარი არხის“ სტილი შეიტანა, „ტვ პირველმა“, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით თქვა უარი „ობიექტურისა“ და „მიუკერძოებლის“ იმიჯზე.”

ასევე იხილეთ