“ჩემს ჯარისკაც ქალიშვილთან ერთად მივდივარ საბრძოლველად”

ლევან გრიგოლია თავის ქალიშვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად უკრაინაში მიდის საბრძოლველად. მისი გამოსვლა ,,რეაქციაში” იყო უზომოდ ემოციური.

-ჩემს გულთან ძალიან ახლოს მოვიდა, როგორ ემშვიდობება უკრაინელი მამა თავის პატარა გოგონას… დღეს, ჩემდა სამწუხაროდ თუ სასიკეთოდ, ჩემს ქალიშვილთან ერთად უნდა წავიდე უკრაინაში. ჩემი ქალიშვილი ჯარისკაცია, 27 წლის. ახლა მე ვზივარ, როგორც ჯარისკაცის მამა. მისი ქმარიც ოფიცერია, ჩემი ვაჟიც სამხედროა და ყველა უნდა წავიდეთ და ვიბრძოლოთ. თუ იქ არ დამარცხდა ეს  მონსტრი, ის ყველაფერი აქ გაგრძელდება, – განაცხადა ლევან გრიგოლიამ და იქვე შეეხო რუსულ პროპაგანდას, თითქოს ამერიკამ 2008 წელს საქართველოსთვის არაფერი გააკეთა და პამპერსები გამოგვიგზავნა.

-ვინ თქვა, რომ პამპერსები მოგვიტანა 2008-ში ამერიკამ, ვინ დაინახა ეს?! მაშინ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა მეექვსე ფლოტის ფლაგმანი!

ასევე იხილეთ