“ძაღლი შინ რომ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო ასეთები მომიწოდებენ მე ქვეყნის სიყვარულის”

მსახიობი ლევან სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს:

მოკლედ, ჩემო ქართველებო, ერთს გეტყვით! ვისაც მართლა წასვლა უნდა, მიდიან პოლონეთის გავლით და არა ტელეკამერების წინ კეკლუცობისა და ვირიშვილობების ფონზე და ეს ტელეკამერების წინ კეკლუცობა და ვირიშვილობა, ვის და რას ემსახურება და ვის აწყობს, ყველამ კარგად ვიცით!

და რაც შეეხება კიდევ ქვეყნიდან წასვლას. მეც დიდი სურვილი მქონდა და რაღაც გზები და საშუალებები გავარკვიე კიდეც და სულაც არაა საჭირო კამერების წინ დაფიქსირდეს, ვინ მიდის, სად მიდის, რამდენი და რა გზებით.

 მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით, არც ის მგონია რელევანტური იყოს  იყოს ულტიმატუმის წაყენება სახელმწიფოთვის, თვითმფრინავის გამოყოფაზე და ღია ომში ჩართვაზე.

ვინმე გამორიცხავთ ხვალ ზეგ, ან თუნდაც ამაღამ, ჩვენ გაგვიხდეს დასაცავი ჩვენი საზღვრები, ქალაქები და ოჯახები და ამ დროს მე იქ ვიყო, ჩემი და ჩვენი ოჯახები აქ შუა ომის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ ჩვენ გარეშე, რაც აბსოლუტურად რეალურია.

ამაზე დაფიქრდით აბა? ამის გააზრება გვმართებს ყველას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოღმა მახრჩობს, მტკივა რაც უკრაინაში ხდება. გული მიკვდება იმ უსამართლობაზე, რასაც ეს სატანა სჩადის და ცხელ გულზე წასვლა მეც გადავწყვიტე, მაგრამ როცა გავიაზრეთ, გავაანალიზეთ და დავფიქრდით მე და ჩემი მეგობრები, ნახევარზე მეტმა ჩავთვალეთ, რომ ხვალ და ზეგ შესაძლოა ჩემ ქვეყანას და ოჯახს აქ დავჭირდეთ. ამიტომ ცოტა პრაგმატიზმით უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას.

და ვისაც ჩემზე მამაცი, პატრიოტი და ვაჟკაცი ჰგონია თავი, ,,იმის დედას შევეცი მე,,! ბევრი ისეთი ფაფხურობს, ის ანდაზა რომაა ძაღლი შინ რომ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდა და ასეთები მომიწოდებენ მე ქვეყნის სიყვარულის, ჰუმანურობის, სამართლიანობისა და ჩემი მეზობელი უკრაინელი ხალხის სიყვარულისკენ. ესაა ჩემი მოკრძალებული აზრი და კომენტარი!

P.S. რაც შეეხება ამ აქციას, მარტო ჩვენთან ხდება ისე, რომ გულწრფელი სოლიდარობის აქციას პოლიტიკურ, ვიწრომერკანტილური ინტერესების საფეტიშოდ ვაქცევთ ხოლმე! როგორ ვერ ხვდებით ვის სასარგებლოდ ამღვრევთ და ვის წისქვილზე ასხამთ წყალს! ახლა, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ერთად დგომა და ქვეყნის ინტერესების დაცვა, მიუხედავად ნაც-ქოცობისა!” – წერს ლევან სუხიტაშვილი.

ასევე იხილეთ