“ომის შემოქმედები რომ მრჩევლებად ყავთ აი იმიტომაც იტანჯება უკრაინელი ერი დღეს!”

პროდუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მერე? საქართველო რომ ამდენი წელია მაგ დღეშია ვერ ისწავლეთ ჩვენს მაგალითზე? მაინდამაინც უნდა გაეწყვიტათ ხალხი? ან ჩვენ რომ ვომობდით და ოკუპირებულია 20% ქვეყნის… 30 კილომეტრში გვიზის რუსის ტანკი და ზელენსკი პრეზიდენტი რომ გახდა პირველი პუტინს შეხვდა და დალაგება დაიწყო… უნდა გაგვეწყვიტა ურთიერთობა და გამოგვეწვია ელჩი? ჩვენგან გაქცეული და ქვეყნის მტერი ხალხი თანამდებობებზე ყავს დღემდე და ახლა ჩვენ ვართ თურმე ის ხალხი ვინც არ ეხმარება უკრაინას და ელჩი უნდა გაიწვიოს… ფსბს მიერ აგორებული რძის ამბავი რომელიც ჩვენთვის არ გაგვაჩნია, ვითომ რუსეთში უნდა გაგვეტანა და მაგაზე გაგვლანძღეს… ახლა ხარ ადეკვატური როცა ქალაქები გაგისწორეს მიწასთან? 3 მილიონი მარტო ლტოლვილი გყავთ ვინც ქვეყანა დატოვა ამ დღეებში და ჩვენ რომლებიც ომში ვართ, მიგვითითებს და გვტუქსავს ომში რატომ არ ვერთვებით? მსოფლიოში ვინმემ რამე ქნა როცა ჩვენ ამ დღეში ვიყავით? ომის შემოქმედები რომ მრჩევლებად ყავთ აი იმიტომაც იტანჯება უკრაინელი ერი დღეს!”

ასევე იხილეთ