“ცოლთან გაშორებით თავი გადავირჩინე…“

ტელესახესა და მსახიობს, გიორგი კალანდაძეს ქორწინება აკავშირებდა ასევე მსახიობთან, ნათია წიწილაშვილთან. ახალგაზრდებმა ერთმანეთი წლების წინ პოპულარული სერიალის, „ჩიფსების თაობის“ გადაღებაზე გაიცნეს, შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტეს და ქალიშვილიც შეეძინათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დაშორდნენ. ნათია წიწილაშვილი კვლავ გათხოვდა და უკვე მეორე შვილი ჰყავს, 35 წლის გიორგი კალანდაძემ კი ჯერჯერობით მარტოობა არჩია და ჟურნალ „სარკეს“ ამის მიზეზსაც უმხელს:

„24 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით მოვიყვანე ცოლი. იმედია, მაშინ მასაც საპასუხო გრძნობა ჰქონდა…

ჩემი ქორწინება არ გამოდგა ბედნიერი. დიდი ტკივილი დამიტოვა, უამრავი ემოცია, სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან. წლები გავიდა და, რომ იტყვიან, ჯერ არ გამოვსულვარ მძიმე „ნაბახუსევიდან“.

მეგონა, ჩემს ქორწინებაში სიყვარული იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბოლომდე არ ვიცნობდით, აბსოლუტურად არ შევესაბამებოდით ერთმანეთს. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გაშორება იყო. ბევრი ვიწვალე შემდგომ. დავა მქონდა საკუთარ თავთან, ვებრძოდი ეჭვებს, მოგონებებს. ორი წელი დამჭირდა განსაკურნებლად. დრო გავიდა, ჩამოვყალიბდი, დავბრძენდი და მივხვდი, რომ თავი გადავირჩინე, რადგან არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება. რა დღეში მექნებოდა ნერვები, რომ არ გავყრილიყავით. იმ ქორწინებას ჩემთვის არაფერი მოჰქონდა ტკივილისა და ტოქსიკურობის გარდა…

ასევე იხილეთ