“ბერძენმა ოჯახმა ქართველი ქალი სამსახურიდან დაითხოვა, რადგან გაიგო, რომ სიმსივნე დაუდგინდა”

 საბერძნეთში ქართველ დედა-შვილის თავიანთი თანამემამულეების დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ.

,,სიტუაცია არის შემდეგი: ბერძენმა ოჯახმა ქართველი ქალბატონი (საბუთიანი) სამსახურიდან დაითხოვა და აღარ დატოვა მესაში, რადგან გაიგო, რომ მას დაუდგინდა სიმსივნე, მესამე სტადია, ავთვისებიანი. რადგან მისი სიტუაცია მძიმე აღმოჩნდა, ამისათვის ჩამოვიდა მისი ქალიშვილი საქართველოდან, სრულიად პირველად ათენში, მისი დედის მოსავლელად. არც ბერძნული იცის, არც საბუთები აქვს. მან მოაბა თავი, ბოლო დარჩენილი ფულით იქირავა სახლი დედის სახელზე და ახლა იქ არიან.

პრობლემა კი შემდეგია: რადგან დედას უკვე აღარ შეუძლია მუშაობა და არც თანხა დარჩათ გვერდზე, საჭიროა, რომ დავეხმაროთ ფინანსურად, რათა განაგრძოს საავადმყოფოში სიარული, იქონიონ საკვები, იყიდონ წამლები , გადაიხადონ ქირა და ა.შ. ექიმები რეკომენდაციას არ იძლევიან, რომ იმგზავროს ქალბატონმა. მოკლედ, სიტუაცია ძალიან მძიმეა რა. უნდა დავეხმაროთ რამენაირად ფინანსურად, რაც შეგვიძლია .ვისაც სურს, შეუძლია პირადად დაუკავშირდეს შვილს და ადგილზევე ნახოს სიტუაცია. ტელეფონი ესაა: +30 695 5470309″, – წერია ,,გეორგიანსის” ფეისბუქგვერდზე.

ასევე იხილეთ