“თავი მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს… დახვრიტეს და ღორებს მიუგდეს…”

რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სასტიკი ქმედებების შემდეგ, სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურად ხდება პარალელის გავლება დღეს, უკრაინაში მიმდინარე და აფხაზეთში 30 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს შორის.

სოციალურ ქსელში მოქალაქე მირიან ჯუღელი ავრცელებს იმ ქმედებების სიას, რომელიც რუსეთმა 30 წლის წინ, გაგრაში განახორციელა.

ჯუღელი წერს, რომ ეს დანაშაულების მცირე ნაწილია, სრულ სიას კი მოქალაქეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე იხილავენ:

“რა ჩაიდინა რუსეთმა გაგრაში 30 წლის წინ და ამ ყველაფრის ფონზე, ვიღაც-ვიღაცებს რუსეთთან მეგობრობა და ურთიერთობის დალაგება უნდა.

ასევე, ვისაც ჰგონია რომ პუტინია პრობლემა ან იმით იმართლებს თავს, რომ პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმება, უნდა გაიხსენოს, რომ პუტინი ამ დროს საერთოდ არ იყო პრეზიდენტი.

დანაშაულების მცირე ნაწილი, სრული სია ბოლოშია:

◾ ალასანია ოლღა ანდრეს ასული – 85 წლის, წერეთლის ქ., № 150, 1994 წლის 9 ივნისს წამებით მოკლეს – ჩამოაგდეს საკუთარი სახლის მე-5 სართულიდან წერეთლის ქ., № 59/4, ბ. 24.

◾ ბარამია ცისია ალექსანდრეს ასული – 30 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლების თვალწინ გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს საკუთარ სახლში მშობლებთან ალექსანდრე და ნათელასთან და სამ სტუმართან ერთად.

◾ გოროზია ლავრენტი – წამებით მოკლეს მეუღლე ციალა ინჯგიასთან ერთად – ორივეს თავი მოკვეთეს.

◾ ზარქუა ქსენია კონსტანტინეს ასული – 70 წლის, წერეთლის ქ., № 11ა, წამებით მოკლეს – გამოუსვენეს ე. წ. კოლუმბიური ჰალსტუხი.

◾ მარიამიძე ანა ავთანდილის ასული – 19 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს, მამის თვალწინ, გააუპატიურა 13 მებრძოლმა, შემდეგ ორივე მიაბეს ხეზე და დაწვეს.

◾ ფირცხელავა ვერონიკა ანდრიას ასული – 83 წლის, ბესიკის ქ., № 6, წამებით მოკლეს – ავტომობილის დაჯახებით.

◾ ქაჯაია ლერი – რკინიგზის ქ., წამებით მოკლეს – თავი მოკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს.

◾ უცნობი ქალი – ქ. გაგრის ოკუპაციის დღეებში მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გაერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.

◾ აბრამიშვილი გიორგი ალექსის ძე – 40 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს – ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.

◾ ჩოფლიანი მარიამი მურმანის ასული – 12 წლის, მეგობრობის ქუჩა ქ., № 2, 1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.

◾ შარია ზაურ არსენის ძე – 53 წლის, 1993 წელს წამებით მოკლეს – მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოუწვეს ვარსკვლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.

◾ კუხალაშვილი იაკობ ლავრენტის ძე – ჭავჭავაძის ქ., № 1, დახვრიტეს საკუთარ სახლში და ღორებს მიუგდეს.

◾ მოგელაძე პარმენ – 85 წლის, ჭავჭავაძის ქ., № 9, 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში წამებით მოკლეს – მოაჭრეს თავი და დაწვეს საკუთარ სახლში.

◾ კვარაცხელია თამარ ლავრენტის ასული – 70 წლის, სიხარული, 1993 წლის 2 მარტს დახვრიტეს მეუღლე ათანასესთან ერთად და შემდეგ ორივე დაწვეს.

◾ მიქაძე აბესალომ გერონტის ძე – 70 წლის, სოხუმის გზატკეცილი, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს – მოაჭრეს ყურები, ცხვირი, დასთხარეს თვალები.

◾ მიქაძე ზინაიდა – 70 წლის, აფეთქდა საკუთარ სახლში ბოევიკების მიერ ჩადებულ ნაღმზე.

◾ უშვერიძე გოგი ნესტორის ძე – 16 წლის, წამებით მოკლეს ბიძა ზარქუა გივისთან ერთად.

◾ ფიფია ნიკოლოზ – 15 წლის, ვაჟა-ფშაველას ქ., 1992 წლის დეკემბერში ნაჯახით მოკლეს.

◾ ჭელიძე თამაზ – 27 წლის, დაჭრეს და ცოცხლად დამარხეს ბზიფის იპოდრომთან.

◾ შუბითიძე თადეოზ ელისბარის ძე – 99 წლის, სულევო, საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს.

◾ ბენდიანიშვილი ვლადიმერ – 89 წლის, 1993 წლის 2 ივნისს დანით მოკლეს საწოლში მეუღლე ვერონიკასთან ერთად.

◾ ბენდიანიშვილი მზია – 37 წლის, 1992 წლის სექტემბერში გააუპატიურეს ძმის თენგიზის თვალწინ, აწამეს, შემდეგ ძმასთან ერთად დახვრიტეს.

◾ მამასახლისი დავით არჩილის ძე – 33 წლის, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს – კბილები დააძრეს, ძვლები გადაუმტვრიეს.

◾ რაზმაძე პეტრე ლუარსაბის ძე – 59 წლის, პედაგოგი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს მეუღლე ციალასთან ერთად – ორივეს თავი მოკვეთეს, ნათესავებს გვამის დაკრძალვის უფლება არ მისცეს და ღორებს მიუგდეს.

◾ ჯოხაძე იზა (ნანული) – წამებით მოკლეს – დასთხარეს თვალები, მოაჭრეს მკერდი და შემდეგ დახვრიტეს.

◾ ხურცილავა ტარიელ ივლიანეს ძე – 64 წლის, ჭავჭავაძის ქ., 1992 წელს წამებით მოკლეს – თავი მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს”, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ