“იაგო ნებიერიძე არის საქართველოს ყველაზე ამაზრზენი დამნაშავე და გარეწარი”

ჟურნალისტი, ია თინიკაშვილი სერიულ მკვლელ იაგო ნებიერაძეზე სოციალურ ქსელში წერს და მას საქართველოს ყველაზე ამაზრზენ დამნაშავეს უწოდებს:

გორელი იაგო ნებიერიძე, რომელიც უვადოდ მსჯავრდებულია 10 წლის ნანიკო ბერიაშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობასა და შემდეგ მკვლელობაში, ვთვლი, რომ არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე ამაზრზენი დამნაშავე და გარეწარი!

ნებიერიძის მიერ მითითებულ ადგილზე, გორში დღეს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 2004 წელს დაკარგული 11 წლის ბიჭია”, – წერს ია თინიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორში, 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვეს.

ასევე იხილეთ