„კარიერა ჩემი მხარდაჭერით დაიწყე და მე მშიერი დამაგდე“

რუსეთში მოღვაწე სკანდალური ქართველი ჟურნალისტი, ოთარ კუშანაშვილი  უკრაინაში ანჯელინა ჯოლის ვიზიტსა და რუსების გამოხმაურებას განიხილავს.

მისი თქმით, თუ თინა კანდელაკს ჯოლიზე გული ერევა, ისიც თინას მიმართ იმავეს გრძნობს.

„​თინა კანდელაკმა როცა ჯოლის ლვოვში ჩასვლის შესახებ გაიგო, ასე თქვა, პირველად მერევა გული ანჯელინა ჯოლიზეო და მე მეათედ ამერია გული, როცა ეს [კანდელაკის] ვიდეო ქსელში გავრცელდა. მახსოვს, როცა მარტო დამაგდე უმუშევარი, შენს დაქვემდებარებაში იყო ფლაგმანი და სულელური არხების მთელი ჩამონათვალი. შენ გქონდა ეს არხები დახვავებული და მე ამ დროს ვშიმშილობდი, მაშინ, როცა ჩემი მხარდაჭერით დაიწყე აქ კარიერა. შენ ამის შესახებ კარგად იცი და ახლა ჯოლიზე ლაპარაკობ.

ის ლვოვში კეთილი ნებით ჩავიდა, როგორც კერძო პირი. მოიკრიბა სიმამაცე და ჩავიდა…

შენ ნახე მისი ურთიერთობის მანერა ადამიანებთან?! ამ კადრებით ინტერნეტსივრცე სავსეა. როგორ უღიმის ყველას, როგორ ურთიერთობს ადამიანებთან, როგორი მსუბუქია…

ყოფილხართ ვინმე „ოქროს გრამაფონის“ ჩაწერაზე? თქვენ @@@-ზე გაგგზავნიან ამ ფსევდოვარსკვლავის [კანდელაკის] თანაშემწეები და თურმე, ანჯელინა ჯოლიზე გული ერევა კანდელაკს – სიმონიანის მეგობარს. ერთ ხაზზე რომ განალაგო სიმონიანი, ტიგრანი, კირკოროვი, ანჯელინა ჯოლი… წარმოგიდგენიათ ესენი ერთ სივრცეში თავმოყრილი?! ეს იქნება სიბნელე და სინათლე“. – ამბობს ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ