“მერე რა რომ ვიღაცისთვის მე იდეალური არ ვარ, ჩემი სხეულის მადლიერი ვარ”

მომღერალი, თიკა ჯამბურია “ინსტაგრამით” მოუწოდებს ქალებს, რომ თავიანთი თავი ისეთი მიიღონ, როგორებიც არიან.

“საიდან იწყება ჰარმონიულო ცხოვრება? ზუსტად იმ მომენტიდან, როდესაც საკუთარ თავს შეხედავ და მიხვდები, რომ ის საუკეთესოა საუკეთესოთა შორის, ერთადერთი და განუმეორებელი. მერე რა, რომ ვიღაცისთვის მე იდეალური არ ვარ, მერე რა, რომ მე ცელულიტები მაქვს ან ზედმეტი კილოგრამები (ესეც ვიღაცისთვის), ჩემი სხეულის მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის რაც მან მე ამ დრომდე გამიკეთა და, რაც მთავარია, მაჩუქა ულამაზესი შვილი… მოკლედ, გოგოებო, მოიშორეთ ზედმეტი დარდი. არავინ არის იდეალური, ყველა ინდივიდუალურია და უბრალოდ ისიამოვნეთ და იამაყეთ საკუთარი თავით”, – წერს მომღერალი.

ასევე იხილეთ