“ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი?!”

ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­ფა­რის” ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის, ქმრე­ბის მიერ ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტებს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

“ვინ ეტყვის კაცს, რომ მო­ძუ­ლე­ბუ­ლი ცოლი კი არ უნდა მოკ­ლას, არა­მედ უნდა გა­შორ­დეს? ვინ ეტყვის ქალს, რომ სა­ნამ ეკო­ნო­მი­კუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ გახ­დე­ბა, არც კი იფიქ­როს ქორ­წი­ნე­ბა­ზე?ვინ ეტყვის გო­გო­ებს და ბი­ჭებს, რომ ლტოლ­ვა და აღ­ტა­ცე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი არ არის? და რომ სიყ­ვა­რუ­ლი არ კმა­რა ცოლ-ქმრო­ბის­თვის, რომ მე­გობ­რო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია?

ვინ ეტყვის მშობ­ლებს, რომ ტოქ­სი­კუ­რი ქორ­წი­ნე­ბა და მუდ­მი­ვი ჩხუ­ბი ბევ­რად უფრო აზი­ა­ნებს მათ შვი­ლებს, ვიდ­რე გან­ქორ­წი­ნე­ბა და ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა? ვინ ეტყვის ხალ­ხს, რომ ცოლი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის სა­კუთ­რე­ბა არ არის, რომ ქმა­რი არ არის ცო­ლის ბა­ტო­ნი და უფ­რო­სი?

ვინ გა­ი­აზ­რებს, რომ 17 მა­ი­სი ძა­ლა­დო­ბის დღეა, რო­მელ­საც ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე და­არ­ქვეს ფა­რი­სევ­ლებ­მა?

დღეს კი­დევ ერთი ქალი მოკ­ლა ქმარ­მა, ავ­ტო­ბუს­ში, შვი­ლე­ბის თვალ­წინ, პერ­ფო­მა­ტი­უ­ლად.ვინ ეტყვის ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ ამ სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი­დან არ დად­გან ცირ­კი და ამით არ წა­ა­ქე­ზონ სხვა ბო­რო­ტი კა­ცე­ბი ფე­მი­ცი­დის­კენ?” – წერს ბაია პა­ტა­რა­ია.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა ცხელ კვალ­ზე გახ­სნა, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

“ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს – 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ს.კ.-ს, ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ს.კ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს. ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა”, – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასევე იხილეთ