“რა დავაშავე მე ბოლოს და ბოლოს?”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი საკუთარი განცხადების გამო ატეხილ ამბავს ეხმაურება.

“რა დავაშავე მე ბოლოს და ბოლოს? მე ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამ არის, რომ მეფესაც არ აქვს მისი ჩაბარების უფლება. ეს მე ვთქვი? ლევან ბერძენიშვილმა? ეს თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმაც“,- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ფილოლოგი და პოლიტიკოსი, “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს. – “რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?“.

ასევე იხილეთ