“ამ ამბავს რომ არ გამოვეხმაურო არ შემიძლია! გუშინ ჩვენს სფეროში უდიდესი გარღვევა მოხდა”

გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ამ ამბავს რომ არ გამოვეხმაურო არ შემიძლია! გუშინ ჩვენს სფეროში უდიდესი გარღვევა მოხდა კულტურის სამინისტროსა და მის 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისათვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა… განა რა შეიძლება ამაზე გასახარი და მისასალმებელი რამე იყოს!? – 252 ახალგაზრდას საშუალება მიეცემა საკუთარი მომავალი სახელოვნებო თუ სამუზეუმო სფეროს დაუკავშიროს, სტაჟირების პროცესი ანაზღაურებადია, შერჩევის კრიტერიუმები კი გასაუბრებისა და კონკურსის პრინციპზე დაფუძნებული. ჰოდა იმის ნაცვლად ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალ თაობას სტიმული მივცეთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ აი ეს ქალბატონი გამოდგა და მათი დამუნათება დაიწყო, ქალბატონი რომელიც სამუზეუმო საზოგადოების რაღაც ნაწილში ავტორიტეტად ითვლება. ის ლექციებს კითხულობს და „პროფესიონალად“ მოაქვს თავი, ამასთანავე სტუდენტებს, ახალგაზრდებს საჯაროდ აბულიგებს და ეუბნება რომ თუ სტაჟირების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ კოლაბორაციონისტები იქნებიან! ანუ მისი შეფასებით იმ 42 ვაკანსიაზე რომელიც ხელოვნების სასახლეში გამოცხადდა და რომელიც არა ვინმეს გათავისუფლების ან ჩანაცვლების მიზნით შევქმენით, არამედ მომავალი თაობის მუზეუმში მოზიდვის გულწრფელი გრძნობითაა ნაკარნახევი, კოლაბორაციონიზმი ყოფილა! ჰო, ეს ის ქალბატონია, რომელსაც არ შერცხვა და ზუგდიდის დადიანების სასახლეში გამართული მეჯლისის ორგანიზატორებს, ქორეოგრაფებს, მოანაწილეებს, მათ შორის 200 ზე მეტ ახალგაზრდა მოცეკვავეს უგემოვნებო და უბადრუკი უძახა! საჯარო დაბულიგებასა და შოვინისტურ განცხადებებში არც დაქალი ჩამორჩა… ჰოდა სადაც ეს ქალბატონები არიან იმ ბანაკში მე და ჩემს მეგობრებს არაფერი გვესაქმება! ამ ქალბატონებიდან ერთ-ერთმა ICOM-საქართველო დააფუძნა, სადაც დღემდე პირველი თემური წყობილებაა ანუ- გვაროვნული თემით, სისხლით ნათესაობის პრიცნიპზე აგებული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, გვაროვნული თემის წარმომადგენელი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულ რამდენიმე დღის წინ ორ სხვადასხვა მუზეუმში ერთად მუშაობდა, ერთგან დირექტორი იყო, მეორეგან კი ჩვეულებრივი თანამშრომელი )) ჰოდა როცა მმართველობის ეს პრინციპი გავაპროტესტეთ და ამის გამო კითხვები დავსვით, „კოლეგებმა“ მე და ჩემი მეგობრები „სამუზეუმო საზოგადოებიდან“ ისე გამოგვრიცხეს რომ თვალი არავის დაუხამხამებია, მაშინ სოლიდარობის გრძნობა რატომღაც არავის გასჩენია… რატომღაც სოლიდარობა არც იმ პიროვნებასთან დაკავშირებით ახსენდებათ, ვისაც ეს პირდაპირ ევალება… მე და ჩემი კოლეგები თურმე იმათი სოლიდარულები უნდა ვიყოთ რომლებიც დღენიადაგ გვლანძღავდენენ, გვაბულინგებდნენ, იმან კი ვისაც სოლიდარობა ევალება სამთავრობო მიღებებზე უნდა იაროს, სახელმწიფო ჯილდოებით უნდა გულმკერდი დაიმშვენოს… ჰოდა არ გამოვა ეგრე მეგობრებო, გარეთ სინათლეა, კალენდარზე კი ციფერბლატი 21 საუკუნეს აჩვენებს”

ასევე იხილეთ