“მადლობა ნინო გიორგობიანს, ასეთ დროს დახმარება, ძალიან ბევრს ნიშნავს”

ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“როგორც უკვე ყველამ ვიცით სტამბოლიდან პატარა ალექსი მოჰყავთ მშობლებს რეანომობილით.. რამდენიმე თვიანი ბრძოლა ჩვენი გმირი ბიჭისთვის უშედეგო აღმოჩნდა და ახლა ალექსი თბილისში ბრუნდება ახალი იმედებით..ბავშვის მდგომარეობა არის მძიმე თუმცა პატარა არ ნებდება დ აარც მისი გმირი მშობლები Beka Paturashvili და Natali Gvedashvili Korneva.
სარფში იქნებიან გამთენიისას.
მე ერთი საათის წინ დავურეკე Nino Giorgobiani და საზღვარზე დახმარება ვთხოვე .. მიუხედავად იმისა რომ იყო შუაღამე წუთი არ დაუკარგავს. ბოლომდე დეტალები არ ვიცი ერთი რაც ვიცი ჰქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ალბათ კიდევ ბევრ სამსახურთან და
ჩემი ზარიდან დაახლოებით 30 წუთში დამირეკა და მითხრა რომ ყველაფერი მოგვარებულია..

ყველა ჩემი კოლეგის და ასევე პატარა ალექსის გულშემატკივრების სახელით დიდი მადლობა nino.
ასეთ დროს დროული დახმარება. ძალიან ბევრს ნიშნავს რაც მთავარია იმედს ნიშნავს რომ გაჭირვების ჟამს მარტო არ ვართ.” – წერს ჟურნალისტი. 

ასევე იხილეთ