“ასეთ მტრულ ნაბიჯებს დგამენ და თან სურთ, რომ მათთან ერთად ლენტებით ვირბინოთ”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“დღეს, წითელ მოედანზე, პუტინი ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს იბარებს.
ნიშანდობლივია უცხოელ სტუმართა ქვეყნების ჩამონათვალი: ბელარუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, სერბეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და მათთან ერთად ორი სეპარატისტი ლიდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
სერიოზული გარემოცვაა.
ასეთ მტრულ ნაბიჯებს დგამენ და თან სურთ, რომ მათთან ერთად ლენტებით ვირბინოთ…
უფრო მეტი წინა პოსტში წერია”- წერს სალუქვაძე.

ასევე იხილეთ