“სულ რაღაც 28 წელი ანაწილა სითბო და სიყვარული, სულ რაღაც 4 წელი ეფერა თავის პირმშოს…”

ჟურნალისტი, ლაურა აბრამია ოზურგეთში მომხდარ ტრაგადიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

21 დღე იმედს არ ვკარგავდით, ამ პატარა გოგოს არ ვიცნობდი, მაგრამ ზუსტად ვიცი რაოდენ კეთილშობილი იქნებოდა, ისეთი მამიდის, დედის, მამის შვილი როგორი სიცოცხლით სავსე …უსამართლობაა სიცოცხლე სწყუროდეს ახალგაზდრას და ბედისწერამ ნაადრევად გაიყვანოს წუთისოფლიდან… სულ რაღაც 28 წელი ანაწილა სითბო და სიყვარული, სულ რაღაც 5 წელი დასცალდა საყვარელ ადამიანთან ყოფნა და სულ რაღაც 4 წელი ეფერა თავის პირმშოს, ალექსანდრეს…. უფალო მიიბარე მარიამი“, – წერს ლაურა აბრამია.

მარიამ ბალავინოვი, რომელსაც სავარაუდოდ თავში ანევრიზმა გაუსკდა, ქუთაისში 21 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

"სულ რაღაც 28 წელი ანაწილა სითბო და სიყვარული, სულ რაღაც 4 წელი ეფერა თავის პირმშოს..." - ოზურგეთში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ასევე იხილეთ