„დათი რეანიმაციიდან პალატაში ნაადრევად გადაიყვანეს… ვეჭვობთ, დავალიანების გამო მოხდა“

8 წლის დათი ქოქრაშვილის ოჯახის ახლობელი, თეა ცხადაძე მოზარდის შესახებ უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს და კლინიკაში არსებულ დიდ დავალიანებასთან დაკავშირებით საუბრობს. 

„1 კვირის წინ პატარა დათი გადაიყვანეს რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში. ჯერ ძალიან ადრე იყო მისი გადაყვანა, რადგან ისევ ღია აქვს ჭრილობები აქვს. ამიტომ ვეჭვობთ, რომ ეს დავალიანების გამო მოხდა. ჭრილობა რომელიც თითქმის მთელი თვე სუფთა იყო და უკვე ვაკუუმის დადებას აპირებდნენ, გადაყვანიდან 4 დღეში დაინფიცირდა თავიდან.გაჩნდა ნეკროზის ახალი კერა. დათის კიდევ სჭირდება მე-11 ოპერაცია და ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ. მისთვის თითოეული შეკელიც კი მნიშვნელოვანია. პარასკევამდე იქნებ მომაწოდოთ ვინც რას შეძლებთ, უმორჩილესად გთხოვთ.“ – წერს თეა ცხადაძე.

შეგახსენებთ, თუ დათი ქოქრაშვილის ფინანსური დახმარება გსურთ, შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე:

TBC: #GE05TB7962745064300024; BOG: #GE90BG0000000101545483. მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

0901 000 903. (მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის). ზარის საფასურია 1 ლარი.

ასევე იხილეთ